თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 8 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის, ნუკრი გერგედავას, პეტრიწისა და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ინტენსიფიკაციის, კაპანელისა და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის, თრიალეთის, დამპალოს, მაისურაძის, რომანოზ ხომლელის, ქიზიყისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის (ნაწილობრივ), კეკელიძის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ატენისა და ქრისტეფორე არეშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების  III მიკრორაიონის IV კვარტლის, ლევან რჩეულიშვილისა და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი​ – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბეთანიის, სომხეთის, კვესეთის, ნიაბის, გოლოვნის, საინგილოს, გალავნის, დომინიკა ერისთავის, განთიადისა და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ანდღულაძის, ალექსანდრე წულუკიძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ზანდუკელის, ტატიშვილის, ბეგიაშვილის, ჯიქიას, ბუკისციხის, კოპცოვის, ჩოჩუას, ქობულაძისა და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ირბახის, თელავის, ახმეტის, ბადიაურისა და ქურხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი