თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნისა და სამგორის რაიონები​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ხარაბაძის, ანდღულაძის, ჯიქიას, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ბზითაგორის, ოსიპ მანდელშტამის, ტატიშვილის, მიხეილ გახოკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, ბუკისციხის, რომანოზ ხომლელის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, მაისურაძისა და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საქსოფმანქანის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების II, IV კვარტლების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონების, სამგორი-II დასახლების, ფრანგულიანის, ელენე გოკიელისა და ორახელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ბოდბის, ლუსინიანისა და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი​ – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, მუხიანის II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, ათონელის, ჭანტურიას, ვირსალაძისა და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნისა და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლებისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი​ – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კანდელაკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი​ – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბანოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.