თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი II დასახლების, აფრიკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, პოლიციის, ენუქიძის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მებაღეობის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, გურჯიევის, ჯამბულ წურწუმიას, ირინა შტენბერგის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძისა და გიორგი ოდიშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:0 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქინძმარაულის, ილია ბაბუციძის, პეტრე და იოსებ ოცხელების, ნაკადულისა და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, ლილოს დასახლებისა და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამგორი-II დასახლების, ლოჭინის დასახლების, ლოჭინის ხევისა და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონისა და დავით ჯაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ძმები ზუბალაშვილების, ვეძინის, არსენას, ბესიკის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ჩიტაძის, მთაწმინდის, ბათო კრავეიშვილისა და უკლებას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კოსტავს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, კეკელიძის, ნინო ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხორნაბუჯის, დავით გარეჯელის, მუხრანის, თიანეთის, გუდამაყრისა და ტიბაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჯავახიშვილის, ტურგენევის, ჩიქობავას, საბჭოს და ტერენტი გრანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, გამრეკელისა და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძისა და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბობ უოლშის, ანა პოლიტკოვსკაიასა და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.