თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), არდაზიანის, ვაზისუბნის, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, სახოკიას, შარტავას, გაბრიელ ისაკაძის, სოკრატ არშბას, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის და ოჩამჩირის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დელისის III ქუჩის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ტაშკენტის, მეგრელიძის, ჩიქოვანის, დელისის, ბუდაპეშტის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ზემო დელისის, იოველ ჯებაშვილის, მიხეილ ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძისა და ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, პეტრიწისა და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის II დასახლების, სამშენებლო დასახლების, ლილოს დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, თამარის, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზურაბ ნამორაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ბერიაშვილისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: 9 აპრილის ბაღის, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის (ნაწილობრივ), ჭანტურიას (ნაწილობრივ), ვირსალაძისა და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ამაღლების (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის (ნაწილობრივ), ჭანტურიასა (ნაწილობრივ) და ჯორჯიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილისა და სადგურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, შანდორ პეტეფის, დავითაიასა და ალუბლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.