თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის, მოლოკოვის, ზედაზენის, იმერეთისა და ანაპის 414 დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ამილახვრისა და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, გამრეკელისა და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ბზითაგორის, თრიალეთის, ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV, V კვარტლებისა და გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელისა და მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა ტაბახმელის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.