თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის, მალხაზ დოლიძის, ნინო ჟვანიასა და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, შალვა ახალციხელისა და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გმირთა მოედნის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ფიზკულტურის, ოჟიოს, მერაბ ალექსიძის, კოსტავას, სანაპიროს, კოდორის, გიორგი მიროტაძის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის, ბენდელიანის, კვერნაძისა და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზემო ვეძისის დასახლების, ილია ოდიშელიძის, ვაზისუბნის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, გელოვანის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილისა და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III, IIIა, IV მიკრორაინების, ნანეიშვილის, მემედ აბაშიძის, ხიზანიშვილისა და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, მაიაკოვსკისა და სლავა მეტრეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანსუღ კახიძისა და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.