თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, დავით სარაჯიშვილის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, უწერის, გაგრის, ულიანოვის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილისა და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბარათაშვილის, ვაჩნაძის, პუშკინის, გუდიაშვილის, ეროსი მანჯგალაძის (ნაწილობრივ), ბოცვაძის, 8 მარტის, ცხემის, გაბაშვილის, რიწის, ვანო სარაჯიშვილის, მაყაშვილის, გურიის, მესხის, ბორბალოს, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ტარიელის, პოლიკარპე კაკაბაძისა და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფხოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის დასახლებისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულისა და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იყალთოს მთისა და ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვატლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, შალვა ნუცუბიძის, ძოწენიძისა და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, დავით ჭიჭინაძის, ბენდელიანის, ხრესილის, ქუთათელაძის, გვაზაურის, ცოტნე დადიანის, გურამიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, გლინკას, ხორნაბუჯის, ჩარგლის, გუდამაყრის, მუხრანისა და ვახტანგ ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზიუბნის II , IIა მიკრორაიონების, მეტრომშენის დასახლების, საბანკოს დასახლების (ნაწილობრივ), ელიას მთის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის, ხახანაშვილის, აჩაბეთის, ამირეჯიბის, არველაძის, კალანდაძის, შერვაშიძის, ნანეიშვილის, მიქელაძის, დურმიშიძის, ონიანის, წალენჯიხის, ჯორჯ ბუშის, აფანასიევის, ხაჩატურიანის, მებაღიშვილის, ტოლენჯისა და ანწუხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.