თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, პატარა ტბის, ქერჩის, ხერგიანის, მიქატაძის, ხევძმარისა და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, საირმის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვისა და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი დიღმის „ნატბეურების“ დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, ნიკოლოზ ბერაძისა და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლებისა და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გმირთა მოედანის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელისა და კოტე მახარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბერიძის, პაოლო იაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ჭონქაძის, კოტე აფხაზისა და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა ბეთანიის, კიკეთისა (ნაწილობრივ) და კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ყარაჯალას, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, დიმიტროვისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სელიმ ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, ოლგა კონსკაიას, ხუდადოვის, თოფურიძის, რევაზ ურიდიას, სურგულაძის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, ალილუევის, მანჯგალაძის, ჩოხატაურის, მიქატაძის, სტურუას, ინანიშვილის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ძმობის, უცნობ გმირთა და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახალციხის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჯავახიშვილის, ჩიტაძის, გიორგი ერისთავის, ტერენტი გრანელის, ანაკლიის, მარჯანიშვილის, ჩანჩიბაძის, სულუხიას, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიქობავასა და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კედიასა და ცემის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.