თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, სამრეწველო დასახლების, სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ნადარეიშვილის, გეთიას, ლაღიძისა და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქინძმარაულისა და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მეურნეობისა და სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის დასახლების, ჩანტლაძისა და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ღრმაღელეს, ანაპის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, უცნობ გმირთა და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გმირთა მოედნის, ღამბაშიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, კოტე მახარაძის, აბაშიძისა და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, მეფისაშვილის, ტაბიძის, ბერძნის, დიდი ხეივნის, წინანაურის, თორთლაძის, ნადიკვარის, გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, გრიშაშვილის, გულუას, გულიას, მელქაძისა და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რჩეულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჩხეიძის, ქავთარაძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, ლორთქიფანიძის, ბარათაშვილის, გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტისა და მედეა ჩახავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ანა პოლიტკოვსკაიას, პაპაშვილის, შალიკაშვილისა და გვირილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთელის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი