თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:43, 10.01.2022

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლადო ასათიანისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისისა და დავით იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი