თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 15 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, დოლიძის, ნინოშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას (ნაწილობრივ), კოსტავას, კალანდაძის, ხვიჩიას, შარტავას, იოსებიძის, ბროლოსანის, საბურთალოს, ჭაბუკიანის, ფერმწერთა, ჩხიკვაძისა და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, ჯებაშვილის, ნუცუბიძისა და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონისა და ახალციხელის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და V კვარტლების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის, მექანიზაციისა და ერწოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მშველიძის, ქისის, გელათის, არარატის, ალაზნის, დუშეთისა და არმაზის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მაჭარის, რუისის, მეფე სოლომონის, ჩეხოვის, მეტეხის, ისნისა და ფერისცვალების ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაგოდეხის, ალიხანიანის, ფაღავასა და სევანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ჭიჭინაძისა და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.