თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, პირველ ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონისა და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, კალოუბნისა და შუამთის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ხევძმარის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუასა და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.