თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბამბის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორეს, ეფრემ მცირის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, შარდენისა და სიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშვილის, არაყიშვილის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კლდიაშვილის, რადიანისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნისა და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქეთევან დედოფლის გამზირის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურისა და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, მშველიძის, მთისძირისა და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ვეკუას, ვასაძისა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანისა და მიქატაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის, ლვოვის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძისა და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნისა (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგეს, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სააკაძის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, ლეჩხუმის, ცინცაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანისა და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.