თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

08:10, 11.02.2021

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ტოროშელიძის, ავთანდილ ღოღობერიძის და ღრმაღელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ბერიტაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორაძის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

მსგავსი