თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:42, 16.11.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონას დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძისა და ვასილ კაკაბაძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონისა და სანდრო მირიანაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV,VI კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ანჯაფარიძის, მარგიანისა და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი