თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:40, 13.11.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 13 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, სევანის, ფაღავას, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატო III მიკრორაიონის I, III კვარტლების, დემეტრე თავდადებულის, პაბლო პიკასოს და ზურაბ მუზაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის და ასათიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის (გლდანი), კარლო მებაღიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

მსგავსი