თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:40, 10.11.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელასა და შინდისის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი