თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:40, 20.10.2020

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გელოვანის, გოძიაშვილის, იასამნისა და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორისა და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი