თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 27 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნისა და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირისა და აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილოვბრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ყიფიანისა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთისა და სოფელი ახალდაბას მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ყაველაშვილის, ცინცაძის, ვერცხლის, ავლევის, კოტე აფხაზისა და ოქრომჭედლების ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის, ჭყონდიდელისა და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, გუდამაყრის, კაპანაძის, მიჩურინის, მამარდაშვილისა და ფარავნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ვასო გოძიაშვილისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოსა და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, დელისის, ნუცუბიძის, გაზაფხულის, გურიელის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიასა და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთისა და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეებისა და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძისა და იონა მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი