თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო დღეს, 19 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ქვემო ვეძისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის, კნოლევის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და სურამის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის, ცაბაძის, ბორჯომის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის და სოფელი წავკისის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.