თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 5 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრარაიონის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარსადანის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, თამარაშვილის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, ალეკო გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ვეკუას, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის და მანაგაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მომდებარე ტერიტორიის, ხევძმარის, შეშელიძის, ბრომშტეინის და შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, სულაქველიძის და ალუბლების ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ თელასში.