თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:34, 15.05.2020

სხვადასხვა სამუშაოს გამო, დღეს, 15 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფაბრიკის, მეფე სოლომონ II-ს, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, შავნაბადის, ალგეთის, დიმიტრი გულიას, გულუას, იოსებ გრიშაშვილის, გორგასლის, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, წინანაურის, ნადიკვარის, ფერიცვალების, უსახელოურის, საბატონოს, ხეივნის, ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის 1, 2, 3 ქუჩების, გაბრიელ ეპისკოპოსის, ბარათაშვილისა და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი ხეივნის 1, 2, 3 ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გუმათჰესისა და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირისა (ნაწილობრივ) და ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და არტურ ლაისტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი