თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 27 აპრილს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძის, რიგისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეტრიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და არტურ ლაისტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფაბრიკის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, შავნაბადას, ალგეთის, დიმიტრი გულიას, გულუას, იოსებ გრიშაშვილის, გორგასალის, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელას, ცურტაველის, წინანაურის, ნადიკვარის, ფერიცვალების, უსახელოურის, საბატონოს, ხეივნის, ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის 1, 2, 3 ქუჩების, გაბრიელ ეპისკოპოსის, ბარათაშვილისა და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, ვიქტორ კუპრაძის, ილია სუხიშვილისა და ლადო კოტეტიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.