თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, ზემო ვაკის, ჯაფარიძის, ქობულეთისა და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლაითურის, ჟღენტის, გეგუთის, ასურეთის, კურსების, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგის, დარკვეთის, მირხაანის, ბუგეულის, კიშინიოვის, წერონისის, ლუბოვსკისა და ჯავის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილისა და კაჭარავას ქუჩების  მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, მონპერეს, ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონისა და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოსა და შტემბერგის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.