თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ ასათიანის, სიმონ ჩიქოვანის, ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, ლიხაურის, კოსტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საირმის, შმიდტის, ბურძგლასა და გურამ ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანისა და ალექსანდრე მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბადიაურის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ქურხულის, ახმეტის, ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის, ალიხანიანის, ბოროდინის, გურჯაანის, მარტყოფის, მახათას, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, სევანის, კონსტანტინე ერისთავის, ფაღავას, გონაშვილის, ცისკრის, ვარდისუბნის, ავლაბრის, არმაზის, ვახტანგ მეექვსისა და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის, სამტრედიის, ხოშარაულისა და კოროშინაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევისა და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვლადიმერ ნანეიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილისა და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.