თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლისა და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, ენუქიძის, თვალჭრელიძისა და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ბარნოვის, რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილისა და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ბაგრატ III, გიორგი ბრწყინვალეს, ვეფხისტყაოსნის, პეტრიწის, დავარის, ფატმანის, ოთხი ათასი მესხის, ავთანდილის, ასმათის, პეტრე ქავთარაძისა და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირისა და ბროწეულის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლისა და ვიქტორ დოლიძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიის, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, ავლიპ ზურაბაშვილის, ძეგლევის, აწყურის, თელავის, კახეთის, ძევერის, წინანდლის, ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის, კასპის, გიორგი ლასხიშვილის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ბუკისციხის, ზინდისისა და დოესის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, უზნაძის, პასტერის, კარგარეთელის, მიხეილ წინამძღვრიშვილისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ლალიონის, გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, არჩილ ქურდიანის, გიორგი გურგენიძის, სოლომონ ქურდიანის, იონა მეუნარგიასა და ზაქრაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაიშის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, ხიზაბავრის, მარკ ბრონშტეინის, კორინთასა და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის, საჩხერის, ცოდნისკარის, ურეკის, ანაპის 414-ე დივიზიის, ტყიბულის, გურამ ქუთათელაძის, ქეთევან მაღალაშვილის, გიორგი ირემაშვილის, დომენტი ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი