თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოცხიშვილის, ლიბანის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, წერეთლის, სარაჯიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, შუშის, ჩიქვანაიას, ბიჭვინთის, რევოლუციის, ზაჰესის, სხვიტორის, ხანძთელის, ბარისახოს, უწერის, ულიანოვის, ტრაპაიძის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოსა და სკოლის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, ჭედიასა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესისა და მანაგაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიისა და სანზონის დასახლების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ორხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ქიზიყის, ჯავახეთისა და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონებს, სოფელი დიღმის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ტარიელის, ცხაკაიას, ავთანდილის, ლამბერტის, გეხტმანის, მონპერის, შერმადინის, ახალციხელის, მეფე მირიანის, სტრაბონის, ზუტნერის, ჰუბერტის, ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის, ასმათისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ინტენსიფიკაციის, ბერიტაშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ჯიშკარიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობისა და სოფელ ქოშიგორის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაიასა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორის, ვორონინის, მეტრეველის, ქურდიანის, იამანიძის, ბათუმისა და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორისა და ვორონინის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.