თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილისა და ლიზიკო ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, მელიქიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელისა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, მირცხულავასა და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ადიგენის, არაგვისპირელის, ვეძათხევის, გორკის, ლოჭინის, ბუხაიძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ახუთის, ბოდავის, გუმათის, ლამის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, დავით ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, ხრამჰესის, ასპინძის, ჭიჭინაძის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, დავითაშვილის, დიღომბარის, მნათობის, ჯაბაურის, სიღნაღის, ტერენტი გრანელის, ბელა მირიანაშვილისა და ჩეჩელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, სოფელი ლილოსა და თამრო ვაშლოვნელის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, სოფელ ლილოსა და თამრო ვაშლოვნელის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.