თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის, შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის, იოველ ქუთათელაძის, მცხეთის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, მარუხის გმირთა, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის და კაკლიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის (ნაწილობრივ) და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.