თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, კაკაბეთის, წალენჯიხის, ჯიქიას, კოპცოვის, მესხეთის, ტატიშვილის, ხარაბაძისა და ბუკისციხის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოსა და დიდუბის რაიონები – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის I, II, III, IV, V კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, მიქელაძის, დიდგორის, პეტრე სარაჯიშვილის, გოთუას, კოსტავას (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, იასამნისა და ბროწეულის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, შალიკაშვილის, კუკური გოგიაშვილის, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, ბუდაპეშტის, კოსტავას, ტაშკენტის, გოთუას, იოსებიძის, შარტავას, ანაგის, არჩილ სულაკაურის, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიშნიანიძის, ასკანის, ბეთლემის, გომის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ჯვარედინის, თონეთისა და ჰოვანეს თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, საყვირის, გვაზაურისა და ზიგზაგის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი