თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ჩიხის, ქიზიყის, ლორთქიფანიძისა და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, შარაშიძის, შიო მღვიმელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ანჯაფარიძის, მახარაძისა და თარხნიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ვერესა და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა და ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ნინო რამიშვილის, გაგარინის, შარტავასა და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონისა და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონისა და მეფე არჩილის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.