თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის,  გურამიშვილის., ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის, შოთა ნიშნიანიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 05:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.