თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის, არტურ ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალა III მიკრორაიონის, სოფელი თელეთის, ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და სოფელი წავკისის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათია ბაშალეიშვილის, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, გუნიას, გალის, ბარნოვის, გოგებაშვილის, რეზო ჩხეიძის, უმიკაშვილის და ალეკო შენგელიას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ომარ ფერცულიანის და ექვთიმე მთაწმინდელის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი