თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჯავახეთის, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ატენის, ნინო რამიშვილის, მიქელაძის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, კოსტავას, ბროლოსანის, გამსახურდიას, საბურთალოს, ჭაბუკიანის, იოსებიძის, ანა კალანდაძის, შარტავას, ხვიჩიას, შორსის, დოლიძის, ქარელის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას, ანაკლიის, ჯიქიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და სანზონის დასახლების მცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას და გლდანულას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოროხის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ხარაბაძის, გომარეთის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის და კობცოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი