თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, დგებუაძის, ინტენსიფიკაციის, ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძისა და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირისა (ნაწილობრივ) და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ცხვედაძისა და მარუხის გმირების ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილისა და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამრეწველო დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვისა და გურამ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირისა და გელოვანის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ალუბლებისა და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ზაქრაძის, იონა მეუნარგიას, გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, არჩილ ქურდიანის, გიორგი გურგენიძის, ვახტანგ მახალდიანის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, სტურუას, ხუდადოვის, გურამ ასათიანის, ეროსი მანჯგალაძის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის, ლალიონის, რკინიგზისა და თოფურიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, არგვეთის, აჭარის, მარუაშვილის, სამშვილდეს, წყაროს, აგარის, აფხაზეთის, გოგი ზაზიშვილისა და სარკინეთის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.