თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ტაშკენტის, მეგრელიძის, ჩიქოვანის, დელისის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, დელისის III ქუჩის, კამანის, ზემო დელისის, იოველ ჯებაშვილის, მიხეილ ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, მინდელის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ტაშკენტის, მეგრელიძის, ჩიქოვანის,  დელისის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, დელისის III ქუჩის, კამანის, ზემო დელისის, იოველ ჯებაშვილის, მიხეილ ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, როსტევანისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბოხუას, ლუბლიანას, ჭიაურელის, ჩაჩავას, ბერძენიშვილის, ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), დიმიტრი ბაქრაძის, თარხნიშვილის, მელიქიშვილის, გუდაურის, ყაზბეგის, ხორავას, ბარნოვის, ინოლა გურგულიას, ერეკლე ტატიშვილის, ტარიელ სვანიძის, ალექსი მაჭავარიანის, ზანდუკელის, ჭოველიძის, შოთა მილორავასა და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილისა და ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძისა და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.