თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მონადირის, ავშნისა და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძისა და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მაჭავარიანის, ჭოველიძის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, ყაზბეგის, სვანიძის, ბაქრაძისა და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. 09:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ხორავას, ჯანაშიასა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ვერესა და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობისა და სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტილკეს, რაინეგსის, ბარონ დე ბაის, სტივენსისა და ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის, კობახიძის, პაიჭაძისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.