თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, გაგარინისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლისა და ხვიჩიას ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნისა და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ყურაშვილის, შალვა გოგიძის, ფერაძის, ძმები კარბელაშვილების, მაღლაკელიძის, ჩაჩავას, აისის, დიღმის ქედისა და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, ბორის პაიჭაძის, ქერჩისა და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელისა და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშილის, სამრეკლოს, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ახალუბნის, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, კვესეთის, მარტყოფის, საინგილოს, ფშავის, ბზიფის, გალავნის, ოძისისა და შაქრიანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.