თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, გერგეთის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ვეძინის, არსენას, ბესიკის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ჩიტაძის, მთაწმინდის, ბათუ კრავეიშვილისა და უკლებას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნისა და ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი- 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, გახოკიძისა და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის, შუამთისა და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლებისა და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.