თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ალექსანდრე ბერულავას და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ალექსანდრე ბერულავას და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  თიანეთის გზატკეცილის და გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მაყაშვილის, ბესიკის, ვეძინის, მესხის, მთაწმინდის, რიწის, ყიფიანის, ჭონქაძის და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის  გამზირის, დვირის, ჟველაურის, არალეთის, ედისის, ზვარეთის, კვერნაულის და იფნევის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ორთაჭალის, ოქროყანის (ნაწილობრივ), გრიგოლ ვოლსკის და ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.