თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შავიშვილის, თოფურიას, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, ზურაბ ანჯაფარიძისა და ვაგან მამასახლისოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედანის, მინდელის, ძოწის, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, ხაზინის, კოსტავას, გამრეკელისა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, დელისის III ქუჩის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, ბუდაპეშტის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, ემანუელ აფხაიძის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოლომონ დოდაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, ბოლნისის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავისა და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის I კვარტლის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ბოლნისის, დირსიჭალის, სოლომონ დოდაშვილის, ლერწმის, მანავის, ჩკალოვის, საექიმოს, მიხეილ აბრამიშვილისა და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა (ნაწილობრივ) და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილისა (ნაწილობრივ) და აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოსა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენისა და ქრისტაფორე არეშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქვიშხეთისა და ერწოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორკის, ივანე ჯავახიშვილის, ნინო ჩხეიძის, ტოლსტოის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის, წმინდა ნიკოლოზის, თოიძის, თვალჭრელიძის, სულიაშვილის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, კუმისის, ახვლედიანის, ბარათაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, პლატონის, მოსე გოგიბერიძის, ბუხაიძის, ნათიშვილის, ჩაისუბნის, გუმბრის, სამრეკლოს, ტირიფონის, ურიცკის, ანთელავას, ფშავისა და გედევანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინო ჩხეიძის, სულიაშვილისა და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.