თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების გამო, 23 აპრილს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დიდუბის რაიონში 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლიუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძისა და ბოხუას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლიუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძისა და ბოხუას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ჭოველიძის, შოთა მილორავას, არაგვის, ბელინსკის, კოსტავას და ზურაბ საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის (ნაწილობრივ), II ხეივნის და გულუას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების, გია რომელაშვილისა და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების, დავითაიას, შანდორ პეტეფის, ალუბლების, მშველიძის, სულაქველიძის, კვაჭანტირაძის, მუსხელიშვილისა და ხელოვანთა ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ხელოვანთა, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძისა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვიქტორ დოლიძის, ქარელის, სიმონ ჩიქოვანის, ბაკურიანის, ბაკურციხის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ლიხაურის, თამაზ ჭილაძის, პიმენ ყურაშვილის, ქრისტინე შარაშიძის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, საბურთალოს, გივი კარტოზიასა და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლისა (ნაწილობრივ) და ტოგო გუდავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, პაატა გუგუშვილის, ფრისისა და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნიკო კეცხოველის, ომარ ხიზანიშვილისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.