თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირისა (ნაწილობრივ) და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, კოსტავასა და ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილისა და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძისა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგი ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას, გროზნოს, მამრაძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ჩიტაიას, ქინქლაძის, თვალჭრელიძის, ართვინის, კაპანაძის, მიჩურინის, პალიასტომის, ფარავნის, მამარდაშვილის, კიკვიძის, როსტოვის, თეთნულდის, ბენიამინ ჩხიკვიშვილისა და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კიკვიძის, მიჩურინის, როსტოვის, ქინქლაძის, თეთნულდისა და ყირიმის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.