თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გრიშაშვილისა და ფირდოუსის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ვირსალაძის, ასათიანის, სანაპიროსა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაის, ქუთათელაძის, ქავთარაძის, ფერმწერთა და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის, გეხტმანის, აისის, ჯაფარიძისა და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამრეკელის, ბახტრიონის, საბურთალოს, ცინცაძისა და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქიზიყის, პოლიციის, ენუქიძის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, სურგელაძის, გახოკიძის, ბაღდავაძისა და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, სომხეთის, ერისთავის, ნიაბის, კვესეთისა და გალავნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაურის, ჯანაშიას, ატენის, ქობულეთის, ბარნოვის, ჯანაშვილის, მცხეთის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შატბერაშვილის, მარაბდის, კლდიაშვილის, მარუხის გმირთა, ბაზალეთის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, კეკელიძის, შროშის, რაზმაძის, ზიჩის, ზუბალაშვილების, აბაკელიას, გალიას, შანიძის, ყიფიანის, მესხის, ლიხის, გუნიას, არსენას, გოგებაშვილის, კაკაბაძეების, გურიის, პეტრიაშვილის, ხორავასა და ერისთავი-ხოშტარიას ქუჩების მოსახლეობას. 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხიზაბავრის, ვასაძის, შეშელიძის, ქერჩის, მოსულიშვილის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, ქვალონის, ცაიშის, მნათობის, ლამის, სააკაძის, სალიების, ასპინძის, ჭავჭავაძის, ახალი არსენალის, ძეგამის, ბოდავის, გუმათის, ახუთის, ბერიაშვილის, ხრამჰესის, ბაგრატიონის, თამარაშენის, დავითაშვილის, დიღომბარის, ტერენტი გრანელის, სიღნაღის, ჩეჩელაშვილის, აბაშის, ართვინის, მიჩურინის, ნორიოს, საქარის, სამურზაყანოს, სალხინოს, აგარის, გივიშვილის, სენაკის, ხონის, თეკლათის, ლაილაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ჭალადიდის, ლებარდეს, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ყირიმის, კიკვიძის, ქინქლაძისა და როსტოვის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი