თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 20 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, ქართლის, კნოლევის, ღრმაღელისა და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, შორაპნის, ცუცხვათის, იორის, ლასხიშვილის, აწყურის, კახეთის, კასპის, წინანდლის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის, ბუკისციხის, გარეკახეთის, დოესის, ზურაბიშვილისა და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოსეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გოლოვნის, ბეთანიის, განთიადის, ერისთავის, კვესეთის, მარტყოფის, ბზიფისა და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილორის, სარაჯიშვილის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვისა და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.