თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ქინძმარაულისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ეთერ კაკულიას, ბოჭორმის, კაჭარავას, ლეხ კაჩინსკის, უჯარმის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა და პატარძეულის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელისა და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, გალაკტიონ ტაბიძის, დარიალის, ფალიაშვილის, კავსაძის, რაზმაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ბარნოვისა და გრიგოლ მუხაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ტიციან ტაბიძისა და ცხვედაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის II ქუჩის, გორგასლის, ბეჟან კალანდაძისა და მარტვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანისა და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.