თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, გერცენის, ჯორჯიაშვილის, ათონელის, ფხოვის და ხაზინის  ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მექანიზაციის, დადიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ადამიას, შერვაშიძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ჩხენკელის, დვალის, თაყაიშვილის, ჯავახეთის, კუპრაძის, რწმენის და ოჯალეშის ქუჩების  მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პატარიძის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ცემის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.