თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავისა და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძის, სამტრედიის, მირცხულავას, წყალტუბოს, ბაღის, თორნიკე ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტისა და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვახტანგ ლეჟავასა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვახტანგ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, ზურაბ ანჯაფარიძისა და ვაგან მამასახლისოვის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტისა და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალილუევის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ჩოხატაურის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძისა და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, შატილის, სადმელის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ჩარგლის, გიორგი ირემაშვილისა და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძისა და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის ზატკეცილის, გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების, შულენბურგის, კეცხოველის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის, მამკოდის, მორეტისა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.