თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 00:00საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ტარიელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის, გოკიელის, ნამორაძის, ჭირნახულის, ფრანგულიანის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, გორგასლის, ფირდოუსის და დიდი ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას, შანიძის, ჯანაშიას, გუდაურის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანულას, ჯანჯღავას, კაჭარავას, გლინკას, ანდრონიკაშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, კრუპსკაიას, ლაზოს და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.