თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, კრწანისისა და გულიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ქიზიყისა და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლებისა და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავასა და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლისა და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის, ავთანდილისა და ფარნავაზის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.